ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - სალომე ვაშაყმაძემ და ანრი სურმანიძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
01-07-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - სალომე ვაშაყმაძემ და ანრი სურმანიძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

ქედის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, „ეტალონის“, მეორე ტურში, წარმატებულ მონაწილეობასა და ოქროს სიგელებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

ქედელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 28 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 60 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 30 ივნისს „ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203