კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამარ მაისურაძე და ანა ბერიძე ინტლექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ
01-07-2021
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამარ მაისურაძე და ანა ბერიძე საქართველოს ეროვნულ ინტლექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის მოსწავლეებს ოქროს სიგელები გადაეცათ.  

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 24 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 199 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 29 ივნისს „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ახალქალაქელი მოსწავლე „ეტალონის“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203