
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, დირექციის მხარდაჭერით, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, კოლხეთის და ქობულეთის ეროვნულ პარკებს ესტუმრნენ.
„საგამოფენო სივრცეში მათ ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებისგან მოისმინეს საინტერესო ლექცია ჭარბტენიანი ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შესახებ. ეკოკლუბს საჩუქრად დაცული ტერიტორიების შესახებ წიგნები და ბროშურები გადაეცა და ორმხრივ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. ბოლოს, რეინჯერების დახმარებით დაათვალიერეს იქ წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემები.
ლეციცხვაიეს საჯარი სკოლის ეკოკლუბი მადლობას უხდის კოლხეთის ეროვნული პარკის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას მასპინძლობისთვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები