ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
01-07-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „ნუშების თოვლი“ წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ნიჭიერი მოსწავლის - ბარბარე ალავიძის მიერ დაწერილმა ლექსმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გაზეთში დაიბეჭდა.

„მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“

უსაზღვროა ჩვენი სკოლის მოსწავლეების ნიჭიერება და შემოქმედების უნარი... მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „ნუშების თოვლი“, ჩვენმა ოთხმა მოსწავლემ: ბარბარე ალავიძემ (VII კლასი), მარიამ გვრიტიშვილმა (X კლასი), სოფიო კოჟორიძემ (X კლასი) და გვანცა ბექაურმა (XI კლასი) მიიღო მონაწილეობა და სიგელები დაიმსახურეს.

მათ შორის ბარბარე ალავიძის მიერ დაწერილმა ლექსმა „ნუშების თოვლი“, დიდი მოწონება დაიმსახურა ჟიურის მხრიდან და გაზეთ „ლიტერატურულ მესხეთშიც“ დაიბეჭდა.

კიდევ ბევრი წარმატება ლამაზო ქალბატონებო!“- წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203