„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!“ - ხეოთის საჯარო სკოლაში სპორტული და სახალისო ღონისძიება გაიმართა
01-07-2021

„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს!“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის, გელა ტივაძის ორგანიზებით, „მხიარული სტარტები“ გაიმართა.  

ერთმანეთს ორი გუნდი: „კენგურუ“ და „ავაზა“ დაუპირისპირდა, მონაწილეობდნენ I-XII კლასების მოსწავლეები.

„გამარჯვება „ავაზამ“ მოიპოვა, ანგარიშით 210/200 თუმცა, აღსანიშნავია, 15 რაუნდიდან, მე-14 რაუნდამდე გუნდი „კენგურუ“ ლიდერობდა.

ამ აქტივობამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან და მხიარულება შემოიტანა, სკოლის ცხოვრებაში, რაც დადებითად აისახა თითოეულ ჩვენგანზე პანდეემიის ფონზე, ამ სტრესულ სიტუაციში, ეს მხიარულება მართლაც გვჭირდებოდა.

წარმატებები გელა მასწავლებელს და ჩვენს სპორტსმენ მოსწავლეებს!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203