თბილისის N119 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის სიყვარული ორიგინალურად გამოხატეს
01-07-2021

თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც პირველი კლასი დაამთავრეს, დედაენას კლიპი მიუძღვნეს.

„ასე ლამაზად დაამთავრეს პირველი კლასი და უდიდესი სიყვარულიც გამოხატეს ჩვენი უძველესი, უმდიდრესი და ულამაზესი დედაენის მიმართ... ისინი ხომ დედაენასთან ერთად, ჩვენი სამშობლოს წარსულსა და დღევანდელობას ეცნობიან და თავიანთი მომავლისთვის ზრუნვას სწავლობენ. დედაენა მათი უდიდესი საუნჯეა, განსაკუთრებული მადლით მოსილი, რომელიც მუდამ ეყვარებათ, დააფასებენ და გაუფრთხილდებიან“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203