წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში კონკურსი - „სხვა სამყარო ჩემი“ გრძელდება
01-07-2021

მიუხედავად ზაფხულის დღეებისა, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გრძელდება სასკოლო კონკურსი - „სხვა სამყარო ჩემი“, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური ნიჭი. მაგალითად: თეატრალურობა, სხვადასხვა მასალით  ნივთის დამზადების უნარი, ხატვა,ძერწვა, მხატვრული კითხვა, წაკითხული წიგნების პოპულარიზაცია და სხვა.

„მესამეკლასელებმა ნია ადეიშვილმა და ილია ლექვინაძემ, მე-6 კლასელმა, ეთერ ასლანიკაშვილმა, მეშვიდეკლასელმა ნიკა ტალიაშვილმა და მე-9 კლასელმა ნინო კირთაძემ გამოგვიგზავნეს ვიდეოები, რომლებშიც გვიყვებიან თავიანთი წაკითხული წიგნების შესახებ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსის მასალები 31 აგვისტოს შეჯამდება. სექტემბერში კი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203