კორონავირუსის გამო გამოცდაზე 20 აბიტურიენტი ვერ გავა
01-07-2021
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ გამოცდაზე კორონავირუსის დადასტურების გამო ოცამდე აპლიკანტი არ გადის.
შეფასებისა და გამოცდის ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდების ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოცამდეა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც პირველ გამოცდაზე კორონავირუსის დადასტურების გამო ვერ გადიან.
გორგოძის განცხადებით, ცენტრი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, როდის ჩაუტარდებათ დაინფიცირებულ აბიტურიენტებს პირველი გამოცდა.
დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდა ორ სესიად ჩატარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს