ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო ჭედიშვილი ოქროს მედლის კანდიდატია
02-07-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შორის ერთი ოქროს მედლის კანდიდატია - ნინო ჭედიშვილი.
კურსდამთავრებულს შრომა დაუფასდა, მან სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრა.
დირექცია ულოცავს ნინოს სკოლის საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და წარმატებას უსურვებს.
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით; ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია