„მოვახერხეთ, მთელი წელი ვიარეთ და სკოლის მერხებთან დავასრულეთ სწავლა“ - ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი რომანოზ ქიქავა
30-06-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი რომანოზ ქიქავა 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს. დირექტორის თქმით, პედაგოგები მთელი წლის განმავლობაში გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ატარებდნენ, რადგან კორონავირუსით დაინფიცირბული სკოლაში არავინ ყოფილა.

„გავუმკლავდით, მეტ-ნაკლებად, არ შეგვეხო პანდემია. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მოვახერხეთ, მთელი წელი ვიარეთ და სკოლის მერხებთან დავასრულეთ სასწავლო რეჟიმი. ვფიქრობ, რომ კარგად დავასრულეთ და გავუმკლავდით არსებულს სიტუაციას“, - აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203