ჩხარის N1 საჯარო სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
30-06-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა. 

„მნიშვნელოვანი, ბედნიერი და ამაღელვებელი დღეა ყველა ჩვენგანისთვის, ეთხოვებით მშობლიურ სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპზე  გადადიხართ. ტკბილ მოგონებად დარჩება ერთად გატარებული 12 წელი. მრავალი ღონისძიება, ექსკურსია, ზეიმი, სპორტული შეჯიბრება უამრავი უკვე მიღწეული წარმატებები, კურიოზები, ერთად გადალახული სიძნელეები.

შექმნილმა საგანგებო მდგომარეობამ და პანდემიით გაუფერულებულმა მოსწავლეობის ბოლო წლებმა მაინც არ ჩაკლა თქვენში ხალისი, რადგან თქვენ ხართ კრეატიული, ხალისიანი, მრავალმხრივ ნიჭიერი, მოსიყვარულე და მიზანდასახული თაობა.
მადლობას, გიხდით იმ სიამაყის შეგრძნებისთვის, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა მოგვანიჭა, ჩვენ გვჯერა რომ კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ თქვენით, რადგან წინ უფრო საინტერესო და ფერადი ცხოვრება გელოდებათ.

გისურვებთ ულევ წარმატებებს, ბედნიერებით და სიხარულით სავსე დღეებს, დასახული მიზნების მიღწევას. თავად იღბალი იყოს თქვენი მეგზური! სიყვარულით ჩხარის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203