ხიდის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის ათოსანი მოსწავლეები დიდი სიყვარულით გააცილეს
30-06-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეებს დამრიგებელი და სკოლის დირექტორი დაემშვიდობნენ.
საბაზო სკოლის ათოსან მოსწავლეებს სიყვარულით დაემშვიდობა სკოლის დირექტორი ციალა უგულავა და დამრიგებელი თამილა სარარეიშვილი: „წინსვლა და წარმატებები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური ჩემო „ოქროს ბიჭებო“ ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით. უფალი გფარავდეთ!“
ხიდის საჯარო სკოლა წარმატებით დაასრულეს შოთა გახოკიძემ, ვაჟა სულაბერიძემ და გიორგი კირთაძემ.