ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში ტექნოლოგიების კლუბი გაიხსნა
30-06-2021

რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში ტექნოლოგიების კლუბმა, რომელიც პროექტის - “Youth Tech Clubs Network - ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ ფარგლებში შეიქმნა,  ფუნქციონირება დაიწყო.

მოსწავლეები ამ ეტაპზე შეისწავლიან პროგრამირების ენას - Python. ისინი საკმაოდ კარგად ეუფლებიან პროგრამირების საწყისებს. უკვე დაიწყეს მარტივი პროგრამების წერა.

ჯგუფის ტრენერია ინფორმატიკის ინჟინერიის დოქტორი ლაშა გავაშელაშვილი. კლუბის ხელმძღვანელი - მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ნინო ჭიპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროექტი 3-წლიანია და ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, #GITA-ს, ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.

კლუბის წევრი მოსწავლეები შეძლებენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უნარების დაუფლებას. მიიღებენ მონაწილეობას ვორკშოპებში, ტრენინგებში, შეჯიბრებებში და სხვა აქტივობებში, რომლებიც ბენეფიციარი სკოლებისთვის დაიგეგმება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203