„მიხარია რომ თქვენთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა“ -მედანის თემის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მოსწავლეებს დამრიგებელი დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა
30-06-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაამთავრეს 2020-2021 სასწავლო წელი და პირველ დამრიგებელს გამოემშვიდობნენ.
„ჩემო კარგებო, გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას, გისურვებთ წარმატებებს და გზას დაგილოცავთ მომავლისკენ! მიხარია რომ თქვენთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა. მიყვარხართ ძალიან!“,- მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია