სალხინოს საჯარო სკოლას 4 ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს
30-06-2021
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლას 4 ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა შორის ოქროს მედლის კანდიდატად 4 მოსწავლე წარადგინეს, მათ შორისაა: ანანო ცაავა, ხატია ნანავა, ლიკა ლაშხია და ბექა ფულარია.
ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8-დან – 10-მდე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია