„სიამაყით და გულისწყვეტით, სიხარულით და სევდით, დავემშვიდობეთ ჩვენს წლევანდელ კურსდამთავრებულებს“ - კონტუათის საჯარო სკოლა
30-06-2021
იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის საჯარო სკოლა საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დაემშვიდობა.

„იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის საჯარო სკოლაში სწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მიმდინარეობს. შესაბამისად, მისი დამამთავრებელი - მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის, ჩვენს სკოლაში  „ბოლო ზარი“ დაირეკა.

ამბივალენტური გრძნობებით - სიამაყით და გულისწყვეტით, სიხარულით და სევდით,დავემშვიდობეთ ჩვენს წლევანდელ კურსდამთავრებულებს: მარიამ გახოკიძეს, ლუკა კუხალაშვილს, დათო  რუხაძეს და ანა ჯალაღანიას, რომელთაც  დიდ სიხარულს და წარმატებებს ვუსურვებთ სწავლის და  ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე. მარიამ, დათო, ლუკა და ანა ჩვენ გვჯერა თქვენი და ვიცით, რომ ყოველთვის გვასახელებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203