გაიცანით დაჩი საგინაშვილი - პატარა პოლიგლოტი წინანდლის საჯარო სკოლიდან
30-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თელავის მუნიციპალიტეტის, წინანდლის საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

წინანდლის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, დაჩი საგინაშვილმა მონაწილეობა მიიღო ინგლისური ენის ოლიმპიადაში - „კინგსის ლიგა 2021“, წარმატების ნიშნად კი, ოქროს დიპლომი და მედალი დაიმსახურა. მან ასევე წარმატებას მიაღწია სკოლებს შორის ინგლისური ენის ოლიმპიადაში.

დაჩი ამჟამად ჩართულია ინგლისური ენის რეგიონალურ ჩემპიონატში, პირველი ეტაპი წარმატებით  გადალახა და მეორე ეტაპისთვის ემზადება.

„დაჩი, გილოცავთ  წარმატებებს, საუკეთესო მომავალს გისურვებთ!“ - აღნიშნულია წინანდლის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203