ნაკიფუს თემის N1 სკოლის პედაგოგი ხათუნა კვარაცხელია მასწავლებელთა VII რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა
30-06-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა VII რაიონული კონფერენციაში მონაწილეობდა.

პედაგოგი მადლობას უხდის კონფერენციის ორგანიზატორებს და მომხსენებლებს.

„ძალიან ლამაზი, საინტერესო, ემოციური და გამოცდილებების ურთიერთგაზიარების დღე იყო. დიდი მადლობა ამ ლამაზი დღის სულისჩამდგმელებს, ლელა კვარაცხელიას და ხათუნა შედანიას, ჩვენს მხარდამჭერებს -  წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლირა ღურწკაიას, მუდმივად ჩვენს გვერდით მდგომ სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის უძლიერეს ლიდერს, თამარ კაკაჩიას.

დღევანდელი თითოეული მომხსენებლის პრეზენტაცია ადასტურებს, რომ ჩვენს რაიონს ჰყავს მასწავლებელთა უნიჭიერესი და უძლიერესი არმია, მე კი მეამაყება ამ არმიის წევრობა“, - აღნიშნავს პედაგოგი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203