ჭივჭავის საჯარო სკოლის პედაგოგები ლიდერი მასწავლებლების ტრენინგებს ესწრებიან
30-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ჭივჭავის საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, USAID  საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ატარდებს ტრენინგებს ლიდერ მასწავლებლებთან, სადაც ჩვენი სკოლის პედაგოგებიც არიან აქტიურად ჩართული. ისინი გვიზიარებენ ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას, რაც ხელს გვიწყობს პროფესიულ ზრდაში. 25 ივნისს ერთ-ერთმა ლიდერმა მასწავლებელმა ლელა ბენდელიანმა, დისტანციურ რეჟიმში ჩაატარა შეხვედრა დიფერენციულ სწავლებასა და მის მახასიათებლებზე. პედაგოგებმა საკუთარი აზრი ერთმანეთს გაუზიარეს შეხვედრა საკმაოდ ნაყოფირი და სტიმულის მომცემი იყო. მადლობა  USAID  საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერებსა და ლიდერ მასწავლებლებს საინტერესო შეხვედრებისთვის“, - აღნიშნულია ჭივჭავის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203