თბილისის N112 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობის გმირები გააცოცხლეს
30-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

შოთა რუსთაველის სახელობის, თბილისის N112 საჯარო სკოლა, ისევე როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში. 

მე-3 „ვ“ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე რევაზ ინანშივლის მოთხრობები - „მგელიკას პირველი გმირული საქმე“ და „საკვირველი ამბავი ტყეში“ - წაიკითხეს, ასევე პრეზენტაციის სახით, სხვადასხვა აქტივობით დამუშავებული ტექსტები წარმოადგინეს.

გაკვეთილი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, პატარებმა კი ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს ტყის ბინადრებისა და გარემოს შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203