„შენ ისევ დგეხარ, თუმცა სისხლის ზღვამ და ცეცხლის წარღვნამ გადაგიარა“ - თბილისის N178 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
30-06-2021

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები მთელი სასწავლო წლის მანძილზე აღინიშნებოდა. ერთ-ერთი ასეთი თარიღი 26 მაისი იყო - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

„1991 წლის შემდეგ, საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გზა 1918 წელს, რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გრძელი იყო, უფრო რთული კი- 1921 წელს წართმეული დამოუკიდებლობის აღდგენა გამოდგა.  
საქართველოს დამოუკიდებლობას მიუძღვნა ღონისძიება ქაქუცა ჩოლოყაშვილის 178-ე საჯარო სკოლის V/ა კლასმა სათაურით:
„შენ ისევ დგეხარ, თუმცა სისხლის ზღვამ და ცეცხლის  წარღვნამ გადაგიარა...“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203