ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის ნაკაიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლანა გაბაიძე და საბა მესხიძე დაჯილდოვდნენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლანა გაბაიძე და საბა მესხიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
ქობულეთელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 8 ივნისს გაიმართა.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქობულეთელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: