თბილისის N48 სკოლის მოსწავლე ქეთი ჩახუნაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელობის პირველი სტიპენდიანტი გახდა
30-06-2021

თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი ჩახუნაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელობის პირველი სტიპენდიანტი გახდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია ქართველი სამხედროების შვილებს გადაეცემათ.

დირექცია წარმატებული მოსწავლის შესახებ გვიამბობს:

„ეს ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის პირველი სტიპენდიანტი ქეთი ჩახუნაშვილია. ქეთი ბიბლიოთეკაში მამასთან, სამხედრო გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად გვესტუმრა. ის შესანიშნავი მოსწავლე და მომავალი ბიოლოგი გახლავთ. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია ქართველი სამხედროების შვილებს გადაეცემათ.

ქეთი გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ გაგვაცნო.

სპეციალური მადლობა მხარდაჭერისთვის ნათია ქარდავას“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203