საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
30-06-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნოდარი ქათამაძე, თიკა ბეჟანიძე, სესილი ბერიძე, დავით ბარამიძე, საბა ჭაღალიძე, მარი ართმელაძე, ელისაბედ ზოიძე და ნანუკა ზოიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

ქობულეთელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 8 ივნისს გაიმართა.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ქობულეთელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203