ინტელექტ-ჩემპიონატი ''ეტალონი'' დღეს ''ზუგდიდის ეტალონ მოსწავლეს'' გამოავლენს
19-10-2016

ეტალონი მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს "ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდება. 

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ზუგდიდს სტუმრობს. 

ზუგდიდში, პირველ საჯარო სკოლაში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. 

ინტელექტ-შეჯიბრში ზუგდიდის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები  მონაწილეობენ.

ღონისძიებას ზუგდიდის ხელმძღვანელობა, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.  

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო 1

იხილეთ ვიდეო 2


















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203