ზღუდერის საჯარო სკოლის მოსწავლის, თამარ ყიფიანის ნახატები ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა
30-06-2021

ღონისძიება „მოდი ღამე მუზეუმში“ 2021 წელსაც, ტრადიციულად,  ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა, სადაც გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული და უკვე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მხატვრის, ზღუდერის საჯარო სკოლის მოსწავლის, თამარ ყიფიანის, ნახატების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა ქარელის მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა ვასილ ბაქრაძემ, ხოლო მუზეუმის დირექტორმა გიტო რამიშვილმა მუზეუმის ექსპონატებზე უამბო დამსწრეებს. ღონისძიების დასასრულს, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203