თბილისის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ ქორაიამ izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
30-06-2021
თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ ქორაია izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში - ჩვენ და სამყარო წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

მოსწავლემ I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა.  

მარიამი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და დიდი სიხარულით ელოდება ყოველ ხუთშაბათს რომ Izrune.ge-ს ტესტები გაიროს.

ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 17 ივნისს გაიმართა. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203