დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მერვეკლასელს, „ბორჯომის ეტალონ მოსწავლე“ გიორგი მაისურაძეს ბორჯომის მერიაში უმასპინძლეს
30-06-2021

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ „ბორჯომის ეტალონ მოსწავლესთან“ შეხვედრა გამართეს. გიორგი მაისურაძე დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა, მან ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში 77 ქულა დააგროვა და „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა.

„ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ 1 წლის განმავლობაში ბორჯომის მერიისგან 150-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა და „ეტალონი მოსწავლის“ კლასი ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში მიიწვია, სადაც ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები „ეტალონ მოსწავლესთან“ ერთად სასურველ ატრაქციონებზე გართობას უფასოდ შეძლებენ.

დავით ზაალიშვილი წარმატებულ მოსწავლეებს ბორჯომის მერიის იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც ახალგაზრდების წახალისების კუთხით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 18 ივნისს დისტანციურ რეჟიმში ბორჯომელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ. მოსწავლეებს, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით შეეძლოთ.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბორჯომელი მოსწავლე სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203