„თბილისის N71 სკოლა აუდიტორიის წინაშე წარდგენილია, როგორც წარმატებული სკოლა!“ - სკოლაში საპილოტე პროგრამა -„გამარჯობა რუბი“ განხორციელდა
30-06-2021

თბილისის N71 საჯარო სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპილოტე პროგრამაში - „გამარჯობა რუბი“ იყო ჩართული. სკოლა წარმატებულად დასახელდა. დირექცია ამაყობს სიახლეების მოყვარული პედაგოგებითა და მოსწავლეებით.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახალ, მეტად მნიშვნელოვან პროექტს - „გამარჯობა რუბი“ ახორციელებდა. საპილოტე რეჟიმში! სასიამოვნოა, რომ ჩვენი, თბილისის 71-ე საჯარო სკოლა აუდიტორიის წინაშე წარდგენილია, როგორც წარმატებული სკოლა! დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გვექნება“, - აღნიშნავს დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი.

პროგრამის მიხედვით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები პროგრამირებასა და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს სწავლობენ.

იხილეთ ვიდეო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203