მისაქციელის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შესახებ გამოფენა მოაწყვეს
30-06-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობით შეძლეს სასწავლო მიზნების შესრულება.  

მე-11ბ კლასელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნაირა ჩორხაულის ხელმძღვანელობით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას რამდენიმე ღონისძიება მიუძღვნეს.

გენიოსი მწერლის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, მის გასახსენებლად გააკეთეს გამოფენა. ასევე,  მოსწავლეების - ანი ძიგოშვილის, სალომე ზედგენიძის  და თამთა წიკლაურის ინიციატივით კედლის გაზეთი გამოიცა.

„წელს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წლია, დიდ გენიოსს დაბადებიდან 160 წელი უსრულდება, ივლისი მისი დაბადების თვეა, ჩემს მოსწავლეებს კარგად აქვს გასიგრძეგანებული, რომ ვაჟა-„შავნაბდიანი ცალთვალა დევი“ მსოფლიო გენიოსთა ათეულში, რუსთაველის შემდეგ მეორე ადგილზეა.

მე-11-ბ- კლასელებმა ვაჟას საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, მის გასახსენებლად გააკეთეს გამოფენა, სადაც მისი სიბრძნე კიდევ ერთხელ შეახსენებს თავის თანატოლებს, ასევე მე-11ბ კლასის მოსწავლეების: ანი ძიგოშვილის, სალომე ზედგენიძის  და თამთა წიკლაურის ინიციატივით გამოიცა კედლის გაზეთი. ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203