ნორჩი გამარჯვებული ქუთაისის N2 საჯარო სკოლიდან - ბექა მესხი ფეხბურთის ისტორიის ზედმიწევნით ცოდნისთვის დასაჩუქრდა
30-06-2021

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებული ისტორიებით გამორჩეულები არიან. ერთ-ერთ ასეთ საამაყო მოსწავლეს დღეს გაგაცნობთ.

მე-6ბ კლასის მოსწავლე ბექა მესხი დასახელდა ყველაზე ნორჩ გამარჯვებულად ფეხბურთის ისტორიის ზედმიწევნით ცოდნისთვის. ბექას სატელევიზიო გადაცემამ ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.

ქუთაისის N2 საჯარო სკოლა ნიჭიერ მოსწავლეს მომავალშიც წარმატებას უსურვებს:

„ეს ის შემთხვევაა, როცა წარსული შენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. როცა ინტერესი იმდენად ძლიერია, სულგანაბული მოგზაურობ დიდებულ წარსულში.

ბექა მესხი, იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის მეექვსე ბ კლასის მოსწავლეა (დამრიგებელი ბელა ხეცურიანი). ბექა დიდი ინტერესით მონაწილეობდა ვიქტორინათა ჯაჭვში, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როცა თავად ჯერ კიდევ დაბადებული არ იყო, იგი ყველაზე ნორჩი გამარჯვებულია მერვე სატელევიზიო ვიქტორინაში - „ვინ უფრო კარგად იცის ფეხბურთის ისტორია“. პირველი არხის გადაცემამ „ტაიმაუტი“ ბექა დაასახელა ყველაზე ნორჩ გამარჯვებულად ფეხბურთის ისტორიის ზედმიწევნით კარგად ცოდნისთვის. გადაცემის წამყვანებმა, ქეთი ხატიაშვილმა და გიორგი თვალაბეიშვილმა, ბექას გადასცეს „მეგატექნიკის“ 200 ლარიანი ვაუჩერი და მიიწვიეს გადაცემაში. 

წარმატებები ბექას. გვჯერა, რომ ის კიდევ არაერთხელ ასახელებს მშობლიურ სკოლას, ქალაქს და ოჯახს“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203