თბილისის N208 საჯარო სკოლის III კლასში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
30-06-2021

თბილისის N208 საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის ბოლოს, III კლასის დამრიგებლის, თამარ გურულის ინიციატივით, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა. პედაგოგის მიერ დაგეგმილ „მხიარულ სტარტებში“ მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ.

ეს დღე პატარებისთვის ემოციური და დასამახსოვრებელი გამოდგა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ თამარ გურულს.

„სიხარული და განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ,III კლასის დამრიგებლის, თამარ გურულის მიერ დაგეგმილმა აქტივობამ ,,მხიარული სტარტები“.  სკოლის დირექცია მადლობას უხდის თამარს და მის მოსწავლეებს, გაწეული შრომისთვის...“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203