ზველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულ გმირებს პატივი მიაგეს
30-06-2021
წლევანდელმა სასწავლო წელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ჩაიარა. ვითარება, რომელიც ვირუსის გავრცელებამ შექმნა სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის ერთგგვარი გამოწვევა იყო. 

მიუხედავად რთული წლისა, სკოლებმა მაინც მოახერხეს გამოწვევას გამკლავებოდნენ და სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღიც აღენიშნათ. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203