„აივ-ინფექცია მეგობრობით არ გადადის!“ - ხეოთის საჯარო სკოლაში ინფორმაციული ხასიათის ღონისძიება ჩატარდა
30-06-2021

„აივი მეგობრობით არ გადადის!“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.

ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის, ლალი მოთიაშვილის, ხელმძღვანელობით, XI კლასის მოსწავლეებმა: გვანცა ბექაურმა, მირანდა გვრიტიშვილმა და ნათია ნებაძემ წარმოადგინეს ღონისძიება, მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ტუბერკულიოზი, აივი/შიდსი და დნმს ანაბეჭდი.

ღონისძიება საინფორმაციო ხასიათის იყო, მას მასწავლებლები და საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის გარდა, ღონისძიებაზე გამოფენილი იყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი სლოგანები.

დასასრულს, დაიმართა დებატები თემაზე: სსსმ პირებისა და საზოგადოების ურთიერთობა.

„წარმატებები ლალი მასწავლებელსა და ჩვენს ულამაზესს და უკარგესს მოსწავლეებს!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203