„აბიტურიენტებს ძირითადად, სურთ სწავლა ბიზნესის ადმინისტრირებაზე და ტურიზმის მიმართულებით“- ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი ამბროს ჩაბოშვილი
30-06-2021
რას ფიქრობს პედაგოგების გამოცდებზე და რა პროფესიას ირჩევენ უმეტესად ახალგაზრდები? - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი ამბროს ჩაბოშვილი გვესაუბრება:

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

 - საჭირო არის მასწავლებელთა გამოცდები, მაგრამ საჭირო არის გამოცდების მრავალფეროვნება. მასწავლებელი გამოცდას უნდა აბარებდეს უნარის მიხედვით.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

 - ძირითადად, სურთ სწავლა ბიზნესის ადმინისტრირებაზე და ტურიზმის მიმართულებით.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- სკოლაში შესვლის ასაკი იმ წლით, როცა უსრულდება 6 წელი ე.ი. 1 იანვრამდე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203