დილისკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე მილენა ადამიანმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი მოიპოვა
29-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მილენა ადამიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ და მეორე ეტაპშიწარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდა.

მილენამ პირველ ტურში წარმატებით იასპარეზა და მეორე ტურში გადავიდა, სადაც 29 ივნისს წარმატებით იასპარეზა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.

დირექცია ულოცავს მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203