ოქტომბრის საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცა
29-06-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები - რეზო ალიქაძე, გიორგი ჩხიკვაძე, ანა ალიქაძე, ინგა დუმბაძე, ლიზა დუმბაძე და მამუკა ჩხიკვაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 

28 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203