„პანდემიამ ყველას დაგვამახსოვრა თავი, თუმცა მაინც დავძლიეთ გამოწვევები და გავედით სასურველ შედეგებზე“-ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი
29-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის, ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი, ეთერ წინწალაშვილი, etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

2020 2021 სასწავლო წელი დატვირთული იყო გამოწვევებით - პანდემიამ ყველას დაგვამახსოვრა თავი, თუმცა საბოლოოდ მაინც დავძლიეთ გამოწვევები და გავედით სასურველ შედეგებზე. ვიცავდით რეგულაციებს და პროტოკოლის გათვალისწინებით ვატარებდით ღონისძიებებს; ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ წინსვლა და 12 წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს.

პედაგოგებს რაც შეეხება, მეამაყება, რომ მუდამ ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე, რამდენიმე წელსაც ემზადება გამოცდებზე გასასვლელად, დანარჩენი უკვე სტატუსიანია და მათ, ისევე, როგორც თითოეულ მოსწავლეს, ვუსურვებ, გვეცხოვროს პანდემიის გარეშე და სწავლის ხარისხიც მეტად  გაიზარდოს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203