ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ
29-06-2021
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ქედის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ნიკა ზაქარაძეს, ნიკა მჟავანაძეს, ანანო ბერიძეს, ლინდა ბერიძეს, ირაკლი მჟავანაძეს, თათია მახარაძეს, ანრი ქოქოლაძეს, მარიამ ბერიძესა და ლიზი ხარაძეს სიგელები გადაეცათ.
28 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.