ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე​ დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ
29-06-2021

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეები, რომლებსაც სიგელები გადაეცათ, არიან: საბა ბერიძე, გრაცია ჯორთმენაძე, ანა ბერიძე, ლიზი გოგიაშვილი, დათო სურგულაძე, ლიზი გოგიაშვილი და ლანა ბერიძე.

28 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203