დანდალოს საჯარო სკოლის 4 მოსწავლე „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
29-06-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის 4 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეები, რომელთაც სიგელები გადაეცათ, არიან: რაინდი მგელაძე, ნინი მამუჭაძე, ხატია არძენაძე და მაია მამუჭაძე.
28 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.