
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სონია თებიძე და საბა დევაძე, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
28 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: