„გამორჩეულად მახსენდება წელი, როცა ჩემი მოსწავლე პირველად გახდა მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე“-ზაურ გოლეთიანი, ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორი
29-06-2021
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა აძლევს მოტივაციას და რას იხსენებს გამორჩეულად? ამ და სხვა საინტერესო თემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ გოლეთიანი გვესაუბრება:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- გულისხმობს სკოლის საქმიანობის შეფასებას, იგი ასოცირდება სკოლის მიერ მიღწეულ წარმატებებთან. დიდი მუშაობა გასწიეს „ეტალონის“ ჩემპიონი.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხების სასწავლო ცხოვრებაში გატარებას, რასაც სკოლა აღწევს მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და სიახლეების მაძიებელი პედაგოგების მხარდაჭერით, რომელთაც გააზრებული აქვთ ქვეყნის მომავალი, სადაც მთავარი პრიორიტეტი არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მამულის სიყვარული, ჯანსაღი ცხოვრების წესისის გატარებას და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება.

- გამორჩეულად მახსენდება...

- სკოლის ცხოვრების ყველა წარმატება და განსაკუთრებით 2017-2018 სასწავლო წელი, როცა ჩემი სკოლის მოსწავლე პირველად გახდა რაიონის „ეტალონი“ მოსწავლე, რომელსაც მოჰყვა წარმატებული ორი სასწავლო წელი.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- სასკოლო საქმიანობის სწორად წარმართვისთვის. მოსწავლეთა ხარისხიანი განათლებისთვის. სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ერთად უნდა მუშაობდეს მოსწავლეთა განათლების სრულყოფისათვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მაწავლებელი, რომელიც ხელს უწყობს მოსწალეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. იგი არის უფროსი მეგობარი, რომელიც რჩევას აძლევს, პატივს სცემს და ახალისებს მოსწავლის აზრს სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებით.

- დირექტორის მოტივაციაა...

- ძლიერ, მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური კოლექტივი, თანამედროვე ტექნიკურ დონეზე მოწყობილი სკოლა, რომელიც აღჭურვილია სწავლების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებითა და ლაბორატორიებით.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარება. ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების მიზნობრივად გამოყენება, რომელიც მიმართული იქნება მოსწავლის ხარისხიან განათლებასა და ფიზიკურად ჯანსაღ განვითარებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203