ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში
29-06-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით კონკურსში -„შექმენი შენი ეკოგმირი“ წარმატებას მიაღწიეს. 

„კიდევ ერთი წარმატება ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - „შექმენი შენი ეკოგმირი“. მოსწავლეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან უნდა შეექნათ ეკოგმირი. უამრავი მოსწავლე ჩაერთო აქტივობაში, ხოლო წარმატებული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. კონკურსის ფარგლებში აგრეთვე სკოლაში მოეწყო ნამუშევრების გამოფენა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203