ნიჩბისის საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წლიდან გერმანულენოვანი პედაგოგი ეყოლება
29-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

მცხთის მუნიციპალიტეტის, ნიჩბისის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

ნიჩბისის საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა გოეთეს ინსტიტუტის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ქრისტინე ნეფზგერი, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე ამცნო - 2021-2022 სასწავლო წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლაში ჩამოვა გერმანულენოვანი მოხალისე მასწავლებელი, რაც მოსწავლეებში  გერმანული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203