საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
29-06-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ქედის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - სესილი ვერძაძეს, მარიამ ღოღობერიძესა და თამუნა თავდგირიძეს სიგელები გადაეცათ.
28 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.