უჩხითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-06-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ქედის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - სანდრო ბედინაძეს, ნუგზარ ცინცაძეს, ბექა კობალაძეს, ნიკა ნინიძეს, ლუკა ბედინაძეს და გიორგი გვარიშვილს სიგელები გადაეცათ.
28 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.