„უსაფრთხო სკოლა“ - თბილისის N149 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სასკოლო პროექტი განხორციელდა
29-06-2021

„უსაფრთხო სკოლა“ - თბილისის N149 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სასკოლო პროექტი განხორციელდა.

პროექტის მიზანი იყო უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა. ამასთან, მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა მხრიდან უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაში საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

„გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა გააცნობიერონ ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და ფუნქციები, გაიგონ, როდის და რატომ უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, გამოიმუშაონ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, მოახდინონ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა გადაწყვეტაც ხელეწიფება ადგილობრივ თვითმმართველობას, შეადგინონ პროექტები და თვითმმართველობასთან ერთად გადაწყვიტონ აღნიშნული პრობლემები.

სკოლაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასკოლო საზოგადოების გამოკითხვა - „რამდენად არის სკოლის გარემო უსაფრთხო?!“

გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარების მიზნით, მოსწავლეებმა შეიმუშავეს კოლექტიური წერილი ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე.

23 ივნისს შედგა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

მადლობა ნაძალადევის რაიონის გამგეობა - ნაძალადევის რაიონის გამგებელს, ბატონ ირაკლი ხელაძეს და ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილეს, ბატონ ნიკოლოზ კანდელაკს თანამშრომლობისთვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203