ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ორიგინალური გაკვეთილი მისაქციელის საჯარო სკოლაში
29-06-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობდნენ, მოსწავლეებიც ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

სკოლაში ასევე, აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. მათ შორის იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეც. 

ამ დღეს IV კლასში „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი მიეძღვნა. გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩატარდა. პედაგოგმა მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართო.

სასწავლო პროცესს პედაგოგი მზია გელაშვილი ხელმძღვანელობდა. IV კლასის ხელმძღვანელი თამარ ვარდიაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203