ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მონაწილე წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. ქედის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - თეა წულუკიძეს, ლიანა მახარაძეს, ენრიკე ხალვაშს, მარიამ წულუკიძეს, ირაკლი ბარამიძეს, ანა ტაკიძეს, სულიკო ბარამიძეს, ლიზა ხალვაშს, ლინდა ხალვაშს, ლიზა გოგიტიძესა და მარი მახარაძეს სიგელები გადაეცათ.
28 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ქედელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქედელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: